პიკის საათი - დმანისის თეატრში გაცოცხლებული ხალდე
პიკის საათი - დმანისის თეატრში გაცოცხლებული ხალდე

„ხალდე ჩვენს მეხსიერებაში ჩარჩენილი ამბავია, რომელსაც აღდგენა სჭირდებოდა“ნინო სადღობელაშვილი.

ეს არის საუკუნე-ნახევრის წინ სვანეთის სოფელ ხალდეში მომხდარ აჯანყების ამბავი. თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა რუსულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა და თავგანწირვის სწორუპოვარი მაგალითიც აჩვენა. საბჭოთა ისტორიოგრაფია ერის მეხსიერებიდან ამ მნიშვნელოვანი ეპიზოდის წაშლას ცდილობდა.

დმანისის თეატრის სპექტაკლი „ხალდე“ თანამედროვეობის პერსპექტივიდან წარმოაჩენს ხალდეს გზას – თავისუფლებისთვის ბრძოლის სამაგალითო ამბავს.

სტუმრები: ნინო სადღობელაშვილი – მწერალი; დრამატურგი,

გიორგი სიხარულიძე – რეჟისორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: