- ცხოველთა მოყვარულების უმეტესობა ბავშვობაში ვეტ-ექიმის პროფესიაზე ოცნებობს, დღეს ჩვენ იმ ადამიანს გაგაცნობთ ვინც ეს ოცნება აიხდინა და სამუშაოდ საკუთარ რეგიონში დაბრუნდა.
რესპოდენტი: გიორგი ციხელაშვილი – ვეტერინარი.
ავტორი: ზურა კეკელიძე
- ოზურგეთში სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის აღდგენითი სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. შედეგად თეატრს ექნება სამი ახალი სცენა, საგრიმიოროები, სასტუმრო, სავარჯიშო დარბაზები და ყველა ის აუცილებელი კომპონენტი, რაც თანამედროვე თეატრისთვისაა საჭირო. თეატრი 150 წლისაა. ამიტომ თითოეული დეტალის, ორნამენტისა, თუ ჩუქურთმის რესტავრაცია საიუველირო სიზუსტით მიმდინარეობს. მათ შორის გამორჩეული ყურადღების ქვეშაა თეატრის ისტორიული პანოს აღდგენა. თეატრში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სრულად ადაპტირებული იქენბა შშმ პირებისათვის.
სატელეფონო ხაზზე: ვასილ ჩიგოგიძე – ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
- შორაპნის 1909 წელს დაარსებული სკოლის ისტორია
შორაპნის საუკუნოვანი სკოლა დღესაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს შორაპნელი ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვას.
რესპონდენტი: ნოდარ ოსაძე – შორაპნის საჯარო სკოლის დირექტორი.
ავტორი: ელენე ტუშური.
რედაქტორი: ბარბარე ბენაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.