- ქართული ქვევრის ამბავი – ქართული ღვინო ქვევრის გარეშე წარმოუდგენელია, ქვევრი არამხოლოდ საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუ როგორ ჩააღწია ქართულმა ქვევრმა უდაბნოში მექვევრე მამუკა მუმლაძისგან გავიგებთ ზურაბ კეკელიძის სიუჟეტში.
- წელს ვაშლის მოსავალი რეკორდულია – პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად, 2015 წლიდან სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ახალი, თანამედროვე სტანდარტის მრავალწლიანი ბაღების გაშენება მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ვაშლის ახალი ბაღების გაშენება 869 ჰექტარზეა დაფინანსებული.
სატელეფონო ჩართვა: ირაკლი მერკვილიშვილი – კომპანია „აგროკომი“ დამფუძნებელი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე