პიკის საათი - დილა რეგიონში
- ერეკლე მეფის დროინდელი თეატრი ერეკლეს ქალაქიდან, რომლის სცენაზე ვაჟა-ფშაველაც კი იდგა მსახიობის ამპლუაში. პაატა გულიაშვილი, თემურ ხუნაშვილი, ვენერა ფეიქრიშვილი და ვანო იანტბელიძე თეატრის ისტორიასა და ახალ ამბებს გვიზიარებენ ელენე ტუშურის სიუჟეტში.
- რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა
- რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი ხორბლის იმ ჯიშებზე საუბრობს, რომელთა გადარჩენა და მოვლა თავად იტვირთა და ამ საქმეში მოზარდების ჩართვასაც აქტიურად გეგმავს. დღეს, მეურნეობის ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები საკუთარი ხელით დათესავენ ხორბალს. შეგახსენებთ, რომ ბიოდინამიურ მეურნეობებში მექანიზაციისა და ქიმიური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება.
- საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის საპილოტე პროგრამა კახეთისა და გურიის შემდეგ, უკვე აჭარაშიც ამოქმედდა. სიახლეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე შალვა ჯაბახიძე ზურაბ კეკელიძის სიუჟეტით გაგვაცნობს.