– კოოპერატივები მესხეთში
– მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმო გორის მუნიციპალიტეტში, რძის წარმოების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ხიზა“ და თაფლის გადამამუშავებელი კოოპერატივი „კოდა“ ახალციხეში. კოოპერირების პროექტი წარმატებით მუშაობს. მედიატურის ანგარიში.
რესპოდენტები: ოთარ თედორაძე – კოოპერატივ „ხიზას“ დამფუძნებელი, ფრიდონ მერებაშვილი – „კოდას“ დამფუძნებელი
ავტორი: ბარბარე ბენაშვილი – ჟურნალისტი
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი,“ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ბაღების აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტრენინგებს ატარებს. სახელმძღვანელოს გასაცნობად და მასში ასახული თეორიული და პრაქტიკული მასალის სწორი მიწოდებისთვის, ცენტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მეთოდისტები გადაამზადა.
სატელეფონო ჩართვა: თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი, ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.