პიკის საათი - დიდმოწამე ქეთევან დედოფლის კვალდაკვალ
პიკის საათი - დიდმოწამე ქეთევან დედოფლის კვალდაკვალ

2009 წელს კინოდოკუმენტალისტი ბესიკ გაფრინდაშვილი მამა გიორგი რაზმაძესთან ერთად გაემგზავრა ინდოეთში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მოსალოცად. 2015 წელს, იმავე მიზნით, ინდოეთში ჩასულ დელეგაციას ინდოეთის კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება გააცნეს დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსათვის დროებით გადაცემის თაობაზე. 2017 წლის სექტემბერში გადაწყვეტილება აღსრულდა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები პირველად ჩამობრძანდა სამშობლოში. ერთი წლის შემდეგ სიწმინდე ისევ გოაში დააბრუნეს. დღეს უკვე წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები სამუდამოდ დაუბრუნდა საქართველოს!

მაყურებელმა უკვე იხილა ბესიკ გაფრინდაშვილის ფილმი „ქეთევან წამებულის კვალდაკვალ“. ამჯერად გამოსაცემად მზადდება წიგნი დიდმოწამე დედოფლის შესახებ.

სტუმარი: ბესიკ გაფრინდაშვილი – კინოდოკუმენტალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: