60-იანი წლების დასაწყისი და საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს. სწორედ ამიტომ, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა ალექსანდრიას, მაია ჩიბურდანიძისა და ნანა იოსელიანის წარსული და აწმყო ერთ ფილმად შეიკრა.
„დიდება დედოფალს“ – ეს არის ფილმი, რომელიც ჭადრაკის დედოფლების ტიტულებს მიღმა არსებულ ბიოგრაფიულ ამბებს გვიყვება.
სტუმრები: ნინო ჩიჩუა – პროდიუსერი, ანა ხაზარაძე – თანარეჟისორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: