პიკის საათი - „დელფინ ფანის ამბები“
პიკის საათი - „დელფინ ფანის ამბები“

„ჩემს შვილიშვილებს – ლილე და ნიტა შონიებს, ყველა პატარას, ვინც მშვიდობის ენაზე ისწავლის ლაპარაკს“  –  ასეთი მიძღვნით იწყება პატარა გოგონა ლილესა და შავ ზღვაში მცხოვრები დელფინის ამბავი. ამბავი, რომელიც სოხუმის ქუჩებში დადის და მონატრებულ ურთიერთობებზე გვიყვება. წიგნი, რომელიც ბილინგური ვერსიით დაიბეჭდა და მალე აფხაზეთშიც წაიკითხავენ.

საქართველოს რადიოს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტუდიაში დასრულდა მუშაობა სალომე კაპანაძის წიგნის მიხედვით დადგმულ რადიოსპექტაკლზე „დელფინ ფანის ამბები.“ სპექტაკლზე, რომელიც 4 მოქმედებისაგან შედგება და ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა იმუშავა.

სტუმარი: სალომე კაპანაძე – ფილოლოგიის დოქტორი; პროფესორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: