20 წლის იყო, როცა თბილისის სამხატვრო აკადემია დაასრულა და გერმანიაში, მიუნსტერის უმაღლესი დიზაინის სკოლაში, დიზაინის ფაკულტეტზე სასწავლებლად გაემგზავრა. ახლა ბეჭდვით გრაფიკაში მუშაობს და ხელნაწერ წიგნებს ქმნის.
მისი ნამუშევრები მრავალი წლის განმავლობაში გერმანიისა და სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო გამოფენებზე იყო წარმოდგენილი.
ქალაქ მიუნსტერიდან დაახლოებით 30 კმ-ში ლიდინგჰაუზენში ვიშერინგის ციხე მდებარეობს, რომელიც ხშირად სხვადსხვა გამოფენებს მასპინძლობს. ვიშერინგის ციხის 750 წლის იუბილესთან დაკავშირებით კი გამოფენა „დაწერე ისტორია“ გაიხსნა.
რესპონდენტი: მარი გირკელიძე – მხატვარი; დიზაინერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: