რამდენიმე წლის წინ გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემული კრებულისათვის „თანამედროვე სპარსული დრამატურგია“ გიორგი ლობჟანიძემ 6 პიესა შეარჩია და მათ შორის ამირ დეჟაქამის პიესა,,დაუძახე – ბროწეულო, პურის თავთავო!“. ეს არის მონოპიესა, რომელსაც გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე გააცოცხლებს.
„რა აზრი აქვს ჩვენს არსებობას ამ სამყაროში? მხოლოდ ის, რომ მეორე ადამიანზე ზრუნვითა და მისი სიცოცხლით მივანიჭოთ საკუთარ სიცოცხლეს მნიშვნელობა“ – გიორგი ლობჟანიძე.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე; მთარგმნელი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: