პიკის საათი - დასაქმების ფორუმი ოზურგეთში
პიკის საათი - დასაქმების ფორუმი ოზურგეთში

8 ივნისს, 10:30-დან 14:00 საათამდე, გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების, იძულებით გადაადგილებული პირების, სამუშაო გამოცდილების არმქონე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევარ პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიულ
სემინარებში თემებზე: სამუშაოსთვის მზაობა და მოხალისეობა.

სატელეფონო ჩართვა: ლიკა კილაძე – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ მენეჯერი.

წამყვანი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: