ნინო ბაშარულმა გიორგი ფხალაძის სადებიუტო სიმღერა „დაგიბრალე“ ჩაწერა. ამით მეგობრებისა და კოლეგების შემოქმედებითი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთიდან დაბრუნებულმა მომღერალმა სწორედ გიორგისთან ერთად შექმნა ბენდი „პალომა,“ მოგვიანებით კი, მისივე დამსახურებით, ნინო ბაშარულის რეპერტუარის ნაწილი გახდა პორტუგალიური ფადო.
სტუმარი: ნინო ბაშარული – მომღერალი; მუსიკოსი.
წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: