ქართულმა ჯგუფმა Soft Eject ახალი ალბომი Connecting Times გაავრცელა. სტუდიური ნამუშევარი ძირითადად წარსულში დაწერილი სიმღერებისგან შედგება. ზოგიერთი კომპოზიცია ჯერ კიდევ 1980-იან წლებშია შექმნილი. ჩანაწერი 10 ტრეკს აერთიანებს.
Soft Eject 1990 წელს, თბილისში, ირაკლი ჭელიშვილმა, იგივე პეჩომ (ვოკალი, გიტარა), ვახო ბაბუნაშვილმა (ბასი, ვოკალი) გია ქარჩხაძემ (გიტარა, ვოკალი) და ნოდარ მანჩხაშვილმა (დრამი) ჩამოაყალიბეს. ბენდის თავდაპირველ შემადგენლობაში ოთარ ყარალაშვილიც შედიოდა, თუმცა, მან ჯგუფი მალევე დატოვა.
სატელეფონო ჩართვა: ვახო ბაბუნაშვილი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: