„ციფრული ტაეპი“ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ჩატარებული აუდიო-მუსიკალური საღამოა. სტრატოსფეროდან ჩაწერილი ხმებით გაცოცხლებული იოსებ გრიშაშვილის ხმა, თანამედროვე მუსიკით აჟღერებულ „განთიადზე“ აცეკვებული დამსწრე საზოგადოება და სხვა საინტერესო ამბები წინამძღვრიშვილის N102-დან.
რესპონდენტები: ნინია მაჭარაშვილი – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი;
შოთა იათაშვილი – პოეტი;
თამარ თოფურიძე – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის კოორდინატორი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: