ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“, რომელიც საერთაშორისო პროექტ Digi EduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის და ფინანსებით მიმდინარე პროექტი: „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი.
სატელეფონო ჩართვა: ავთანდილ მღებრიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის მენეჯერი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: