პანდემიის გამო ჩაშლილი 8 გასტროლი 20-ზე მეტი კონცერტით და მაყურებელთან შეხვედრის ახალი შესაძლებლობა!
19 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის #სცენაზე ანსამბლი,,ჩვენებურები“ ახალ პროექტს „კავკასიას“ წარადგენს, რომელიც ქართული ფოლკლორისა და ეთნომუსიკალური კომპოზიციებისგან შედგება.
შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „ჩვენებურები“ 2001 წელს „ერისიონის“ სოლისტმა ნუგზარ კურცხალიამ დააარსა. 20 წლი სგანმავლობაში მსოფლიოს 40 ქვეყანაში 300 ზე მეტი კონცერტი ჩაატარეს. 2018 წელს მათ მომღერალი ლელა ნაყეური შეუერთდა.
ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას.
სტუმრები: ლელა ნაყეური, გიორგი სახოკაი და გიორგი გობეჯიშვილი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: