თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანი ერთი მხრივ, თანაგრძნობისა და მეორე მხრივ, გაუტანლობის ამბებს ექვსი წლის გოგონას პირით გვიყვება და ეს დამაჯერებლად გადმოცემული ბავშვური თხრობის მანერა კიდევ უფრო გულის შემძვრელია.
„ჰგავს ეს ქალაქი ჩემსას? ალბათ არა, რადგან სხვადასხვა ქალაქის ომი და მისი ნანგრევები სიკვდილის სხვადასხვაგვარ სკულპტურებს ქმნიან…“ – ეს რომანის მთავარი გმირია – ნატა. ექვსი წლის ასაკში ცეცხლწაკიდებული სოხუმიდან რომ გამოაღწია და,წლების შემდეგ, პარიზის ერთ-ერთი რედაქციის ფოტორეპორტიორადაა მივლინებული სირიაში.
ეს კი რომანის პატარა პერსონაჟი ისიდაა: „თურმე თეთრი ცარცით ვწერდი თეთრ კედელზე და ყველაფერი თავიდანვე უკვალო იყო და წაშლილი…“
სტუმრები: თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი,
მარიკა ბაკურაძე – გამომცემლობა „ინტელექტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: