პიკის საათი - „ჩალის ღერის რევოლუცია“
პიკის საათი - „ჩალის ღერის რევოლუცია“

იაპონელი მოაზროვნისა და სწავლულის, ნოვატორი ფერმერის მასანობუ ფუკუოკას წიგნი „ჩალის ღერის რევოლუცია“ მსოფილოს 33 ენაზეა თარგმნილი. ინგლისურად 1978 წელს გამოვიდა და მას შემდეგ მას ბევრი მიმდევარი ჰყავს. ავტორი საკუთარ თავგადასავალს მოგვითხრობს:  როგორ აღმოაჩინა ახალი მიდგომა სოფლის მეურნეობაში, როგორ იარა ამ გზაზე 30 წელი, როგორ განიცადა უამრავი მარცხი და წარუმატებლობა, სანამ, ბოლოსდაბოლოს, ყველა სირთულე არ გადალახა და პრაქტიკული, ქმედითი, ეფექტიანი აგროკულტურული სისტემა არ ჩამოაყალიბა.

ეს სისტემა თანამედროვე ინდუსტრიული სოფლის მეურნეობისგან პრინციპულად განსხვავდება. აქ თავად მიდგომაა ახალი – ფუკუოკა ბუნებასთან კოოპერაციას, თანამშრომლობას, ჰარმონიულ თანაცხოვრებას ცდილობს და არა მის დამორჩილებას.

სატელეფონო ჩართვა: ირაკლი ლომოური – მთარგმნელი წიგნისა „ჩალის ღერის რევოლუცია“

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: