პიკის საათი - „ბუნკერი“ - რუსთავის თეატრი ახალი სპექტაკლის სამზადისში
თვითირონიით გადმოცემული ამბები და მწარე სიმართლე, რომლის დასაძლევადაც ერთადერთი გამოსავალი იუმორია!
22 და 23 მაისს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი სპექტაკლ-პერფორმანსის „ბუნკერი“ პრემიერას წარადგენს. წარმოდგენა 8 მონოლოგის პრინციპზე აგებული ისტორიებისგან შედგება.
ივნისში რუსთავის თეატრი მაყურებელს უკვე ნაცნობი ნაწარმოების უცხო და საინტერესო ვერსიას შესთავაზებს. სოსო ნემსაძე ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩას“ ამჯერად მიუზიკლის სახით წარადგენს.
სატელეფონო ჩართვა: სოსო ნემსაძე – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: