„თანამედროვე ბალეტის გადაღება განსაკუთრებით რთულია, რადგან კარგად უნდა წარმოჩნდეს ქორეოგრაფიის საერთო ქარგა და ნახაზი, იგრძნობოდეს მოქმედების დინამიკა და ამავე დროს არ დაიკარგოს ნიუანსები, დეტალები, პლასტიკა, სხეულის ყოველი მეტყველი კუნთი, ემოციები და პარალელური მოქმედებები. გადაღება და მონტაჟი ორმაგად რთულდება თუ სცენაზე ცოცხალი მუსიკალური შესრულებაა და ცეკვასთან თანაბარ სიმაღლეზეა წარმოდგენილი“ – წერს მარიამ ალექსიძე სოციალურ ქსელში და მადლობას უხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს „ბეატროიჩეს“ სატელევიზიო ვერსიისათვის.
სტუმრები: მარიამ ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო,
დავით მაზიაშვილი – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი, ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: