პიკის საათი - „ბეატრიჩე“ - თანამედროვე ბალეტის მსოფლიო პრემიერა თბილისში
2021 წლის 19 მაისს, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, მარიამ ალექსიძის ორიგინალური თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შედგება.
საავტორო ბალეტი პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ დაიდგა. ბალეტისათვის საავტორო მუსიკა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმა იტალიელმა კომპოზიტორმა დარიო მარიანელიმ შექმნა. მუსიკა თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად შესრულდება.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება.
პროექტის პარტნიორია იტალიის საელჩო საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.
სტუმრები: მარიამ ალექსიძე – გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
დავით მაზიაშვილი – ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: