პიკის საათი - „ბატელი“ - პრემიერა მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე
„ბატელი“ – ეს არის საქართველოში გაზრდილი ებრაელი გოგონას ამბავი. ბატელი ჰყვება, თუ როგორ მოხვდნენ მისი წინაპრები ჩვენს მიწაზე და რამდენი ბედნიერი, სევდიანი თუ სიყვარულით სავსე წლები გაატარეს საქართველოში. როგორ ოცნებობდნენ იერუსალიმში დაბრუნებაზე. როგორი ღრმა იყო მათი კავშირი ფესვებთან.
ეს არის ამბავი ადამიანებზე, რომლებიც თავისი არსებობით წარუშლელ კვალს და ემოციებს ტოვებენ ჩვენში. ამბავი იმაზე, რამხელა როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს საკუთარი და სხვისი ისტორიის შექმნაში.
სპექტაკლის დრამატურგია ანა სანაია, ხოლო დამდგმელი რეჟისორი – ანუკი ხიდეშელი.
სტუმრები: ანუკი ხიდეშელი – დამდგმელი რეჟისორი,
თაკო ბერიაშვილი – მსახიობი,
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: