პიკის საათი - ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია მეცნიერი ქალებისათვის 2022 წლიდან გაიცემა!
– დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, პირველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქართველი ქალის, მეცნიერის და პედაგოგის ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია მეცნიერი ქალებისათვის 2022 წლიდან გაიცემა!
– ლექციები, ვორქშოფები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები 2000-მდე ბავშვისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან და დიასპორებიდან.
– „მეცნიერების კვირეული – 2021“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2021 წელს მეცნიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და განხორციელებული პროექტებისთვის დაჯილდოებული დაწესებულებები.
სტუმრები: თათია მთვარელიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის კოორდინატორი,
ნინო სადღობელაშვილი – პოეტი, მწერალი, დრამატურგი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: