თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“ 3-9 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და „ქართულ პანორამაში“გამოვლინდება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინომოყვარულები ფილმებს რამდენიმე სექციაში იხილავენ. მათ შორისაა საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, „ქართული პანორამა“, „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“, „ევროპული ფორუმი“. ტრადიციულად, ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა.
სტუმრები: ლადო გაჩეჩილაძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი.
გურამ ღონღაძე – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი.