პიკის საათი - ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი ეთნომუსიკოლოგისა და ბუნებისმეტყველის მსოფლიო მნიშვნელობის კვლევები
„მეცნიერებას განსაკუთრებული სიყვარული სჭირდება. საქმე არც ფულისთვის უნდა აკეთო და არც რეგალიებისთვის. საქმე სუფთად და ალალად უნდა აკეთო“ – იოსებ ჟორდანია.
იოსებ ჟორდანია ავსტრალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერია, რომელიც ეთნომუსიკოლოგიისა და ბუნებისმეტყველების საკითხებს იკვლევს. მან 2021 წელს, თბილისში, ჯიმ კორბეტის სახელობის სამეცნიერო ცენტრი გახსნა. გამოცხადდა კორბეტის სახელობის კონკურსიც, რომელიც 2022 წლის 19 აპრილს შეაჯამეს. იოსებ ჟორდანიას ახალი წიგნი, რომელიც ჯერ არ დაბეჭდილა, სწორედ ჯიმ კორბეტისა და ჩარლზ დარვინის მაგალითზე, იმ მეცნიერების მოღვაწეობას იკვლევს, რომლებიც კონკრეტულ დარგს ემსახურებიან, მაგრამ შესაბამისი აკადემიური განათლება არ აქვთ.
ამჟამად მეცნიერის ინტერესია ადამიანის წინაპრების თავდაცვის მეთოდების კვლევა, რომლის წარდგენაც თბილისში, ჯიმ კორბეტის ცენტრში იგეგმება.
სატელეფონო ჩართვა: იოსებ ჟორდანია – ავსტრალიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის საზღვარგარეთის ბიუროს ხელმძღვანელი, ბუნებისმეტყველი, ჯიმ კორბეტის სამეცნიერო ცენტრის დამფუძნებელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
