პიკის საათი - არდადეგების დროს საკითხავი საბავშვო ლიტერატურა
პიკის საათი - არდადეგების დროს საკითხავი საბავშვო ლიტერატურა

– თანამედროვე ქართველი ავტორების ახალი გამოცემები, რომელიც სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა გათვლილი.

– ვასო გულეურის საბავშვო ლექსების ახალი კრებული „ნეტავ, მალე გავიზრდები?!“ ბავშვს ფანტაზიას უვითარებს, მათი ზეპირად წარმოთქმა კი თავდაჯერებულობას მატებს.

– ლელა ცუცქირიძის ახალი წიგნი მართიკოს ისტორიას გვიყვება, რომლის ცხოვრებაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიცვალა.

– ალექსი ჩიღვინაძის წიგნი ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ თავის სამეფოში გამოკეტილი პატარა ბიჭის ამბავს გვიყვება, რომელსაც სახლში ჯდომა არ აშინებს და უამრავ გასართობს და თავშესაქცევს გამოიგონებს. „გამოიცნონ პატარებმა“ კი გამოცანების კრებულია, რომელთა საშუალებით ბავშვები გაეცნობიან ცხოველებსა და ფრინველებს, ჩვენს ირგვლივ მყოფ საგნებსა და ბუნების მოვლენებს.

რესპონდენტები: მაკა ლდოკონელი–  საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი, ვასო გულეური, ლელა ცუცქირიძე, ნათია ჯანაშია, ალექსი ჩიღვინაძე – საბავშვო მწერლები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: