პიკის საათი - არაბული სამყარო თბილისის მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში
- ტარიკ ელ-ტაიბი არაბული სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ეგვიპტელი პოეტი, რომელიც დღეს ავსტრალიაში ცხოვრობს და რომელსაც ქართველი მკითხველი ჟურნალ „ახალ საუნჯეში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს საშუალებით იცნობს. „ზოგი ეჭვი“ და ,,არ არის ცოდვა“ – ორი პოეტური კრებული, რომლებიც უაღერესად ფაქიზი პოეტური რეფლექსიებითაა გაჯერებული და მკითხველს აღმოსავლურ-დასავლური პარადიგმის ახსნაში ეხმარება.
- იმან ჰუმაიდანი ლიბანის მთიანეთიდან საფრანგეთში ემიგრირებული მწერალი ქალია, რომლის სამი რომანი ,, ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი…“,,ველური თუთა“ და „სხვა ცხოვრებანი“ დარეჯან გალდავაძემ თარგმნა. მწერალი, რომელიც შესანიშნავად აღწერს ქალის სახეს ომის პირობებში. თუმცა, მისი სამწერლო ენა და დიაპაზონი შესანიშნავი გზამკვლევია უცხო კულტურის შესაცნობად.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი, მთარგმნელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: