პიკის საათი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი
პიკის საათი - ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ ფესტივალს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის – მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს!
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მუსიკოსის სახელის უკვდავსაყოფად და ქართული ფოლკლორის გადარჩენა-განვითარებაში მისი დამსახურების ხაზგასმას ემსახურება.
ფესტივალის სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა, წელს ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება.
ფესტივალი წელს ოთხ კონცერტს წარმოადგენს:

  • 12 ივნისისაქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“
  • 13 ივნისიქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“
  • 19 ივნისისაქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ერისიონი“
  • 20 ივნისიაფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“

სტუმარი: საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“ და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ნატროშვილი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: