- 20 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში ანთიმოზ ივერიელის სახელობის დარბაზი გაიხსნება. ეს იქნება სივრცე, რომელიც სამომავლოდ გამოფენებსა და სამეცნიერო კონფერენციებს უმასპინძლებს. დარბაზის ერთი კედელი ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი კალანდარიშვილმა მოხატა. გახსნის ცერემონიალზე მისული დამთვალიერებელი ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილ 16 წიგნთან ერთად იმ პანოებსაც იხილავს, რომლებიც რუმინეთიდან გამოიგზავნა და ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებას ასახავს.
სატელეფონო ჩართვა: ზურაბ გაიპარაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: