პიკის საათი - ანსამბლ „რუსთავის“ დიდი საგასტროლო ტურნე
პიკის საათი - ანსამბლ „რუსთავის“ დიდი საგასტროლო ტურნე

27 თებერვლიდან 15 მარტამდე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „რუსთავი“  მომღერლებისა და მოცეკვავეების გუნდი პოლონეთს ეწვევა და თერთმეტ კონცერტს გამართავს.

პირველი კონცერტი ვარშავაში გაიმართება. შემდეგ კი, „რუსთავი“ პოლონეთის ყველა დიდ ქალაქს ეწვევა. მათ შორის,  ვროცლავს, ლუბლინს, ჩესტოკოვას, კატოვიცეს, რჯეცლოვს, ოპოლეს, კრაკოვსა და ლოძს.

„რუსთავის“ მომღერლები და მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამით წარსგებიან.  ორმოქმედებიანი პროგრამა 26 მუსიკალურ ნომერს აერთიანებს.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი ბერიძე – ანსამბლ „რუსთავის“ საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: