პიკის საათი - „ანიდან ჰოემდე“ - კონკურსი დიასპორის მოსწავლეებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდებში როგორც ქართული მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას, ასევე, ქართული ენის ცოდნის განმტკიცებას. ამასთან, კონკურსში მონაწილეობა დააახლოებს ახალგაზრდებს ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცესთან.
სტუმარი: თეა ბურჭულაძე – ფილოლოგიის დოქტორი; ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: