თბილისის მუზეუმების გაერთიანების ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმში 12 ოქტომბერს, 18 საათზე საჯარო ლექცია „ამერიკის საზოგადოებრივი აზრი ჯორჯ ბალანჩინის შესახებ“ გაიმართება. ლექციას გაუძღვება ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრი პავლე ჯაგუნავა, რომელიც მუშაობდა და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის ისტორიაზე.
სტუმარი: თამარ ცაგარელი – ჭაბუკიანის მუზეუმის კურატორი.