„ამბავი ქიმიის ქმნისა“ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც არა მხოლოდ ახალგაზრდების ინტერესის საგნად იქცა. პროექტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ სრულიად უნიკალურდა დღემდე უცნობ დოკუმენტებს აერთიანებს. ინიციატივას საფუძვლად დაედო წიგნი სახელწოდებით „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნის“ ვახტანგ VI ავტორობით. საყურადღებოა, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სათავეებთან იდგა ანტონ კათალიკოსი. ცენტრში XVII საუკუნის არითმეტიკის სახელმძღვანელოც კი ინახება.
სტუმარი: ნესტან ბაგაური – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების სამსახურის უფროსი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: