პიკის საათი - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“
ბესო სოლომანაშვილის პირველ რომანში „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ ჩვეულებრივი ბიჭისა და უცნაური გოგოს სიყვარულის ისტორია, 1921 წელს, რუსი ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის ფონზე ვითარდება. აქ შეხვდებით ყველაფერს, რაც თან სდევს ისტორიულ ქარტეხილებსა და რევოლუციებს. ამ რომანით გაიგებთ, თუ როგორია სამშობლოს ღალატის ანატომია, როგორ იქცეოდნენ ადამიანები ჯალათებად და ამასთანავე, გაეცნობით რეალური ისტორიული ფაქტების უკან ჩამალულ ადამიანურ ვნებებსაც.
სტუმარი:ბესო სოლომანაშვილი – კინორეჟისორი; მწერალი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: