2022 წლის იანვარში, წალკაში, პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, სახელოვნებო სკოლა „ალუბლის ბაღი“ გაიხსნება. სკოლაში შესაძლებელი იქნება ხალხური, კლასიკური (ფორტეპიანო, ვიოლინო), საგუნდო მუსიკისა და გიტარის შესწავლა. აქვე იქნება ლიტერატურული სახელოსნო და კინოკლუბი. სკოლის სათავეებთან ისევ ის ოჯახი დგას, რომლის მონდომებითა და დიდი ძალისხმევით, 1997 წელს, რეგიონში, ქართული სკოლა გაიხსნა 17 მოსწავლისთვის. დღეს უკვე წალკის ორ ქართულ სკოლაში 600-მდე მოსწავლე ირიცხება.
სტუმარი: ნინო ბერიანიძე – ფილოლოგი; მუსიკოსი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: