„ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ საუკეთესო საჩუქარია მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, სპეცპედაგოგებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, ფსიქოთერაპევტებისთვის.
„იყო ფანჯრები, რომლებიც ჩვენი ისტორიული ბედუკუღმართობით განპირობებული საბჭოთა ინერციის გამო, მკაცრად დაგმანული გვქონდა და ჯერ კიდევ არ შეგვიღია. ეს წიგნი სწორედ ამ ფანჯრებს მიღმა გაგვახედებს. ბავშვის ცოდნა ალბათ ყველაზე რთული მეცნიერებაა. ის კითხვები, რომელსაც ბავშვი სვამს, ხშირად უფროსებისთვის სრულიად გაუგებარია. მათ სწავლა და ჩაღრმავება სჭირდება. ძნელია გაიაზრო ბავშვის სიმართლე. მაგრამ როგორც ავტორმა მთელი მსოფლიო დაარწმუნა – ამ თერაპიით – შესაძლებელი“ – გიორგი კეკელიძე.
სტუმარი: მზიკო დალაქიშვილი – პროექტის ავტორი და რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: