არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ – გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით – იწყებს ახალ პროექტს მოხალისე მოზარდებისთვის. პროექტის მიზანია მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენცია ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია.
პირველ ეტაპზე, კონკურსის გზით შეირჩევიან 13-დან19 წლამდე მონაწილეები – მთელი ქვეყნის მასშტაბით. მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2022 წლის14 იანვრის ჩათვლით, წინასწარი რეგისტრაციის გზით.
პროექტი განხორციელდება საქართველოს 69 მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს დააფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა კი ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზება იქნება.
სტუმრები: თინათინ მესხი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის‘“ ხელმძღვანელი,
თემო ხოჯაშვილი – მოსწავლე, აქტიური მოხალისე.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: