პიკის საათი - აისბერგივით კაცისა და „კომუნისტი პრინცის“ 82-ე გაზაფხული
„მე ერთი აისბერგივით ცივი ლეჩხუმელი კაცი ვარ და ჩემი გულის დადნობას საუდის არაბეთისა და რუსეთის ნახშირწყალბადების მთელი მარაგის ამოქმედება დასჭირდება“ – გელა ჩარკვიანი.
გელა ჩარკვიანთან რვაწლიანი თანამშრომლობის შედეგად გამომცემლობებმა „არტანუჯი“ და „ინტელექტი“ 10 წიგნის დაბეჭდვა შეძლეს. ეს არის ავტორის, როგორც ძალაუფლების პირამიდის წვერში დაბადებული „კომუნისტი პრინცის,“ შემდეგ უკვე დიპლომატისა და ინგლისური ენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პედაგოგის გამოცდილება.
როგორც თავად ამბობს, პირადმა აპოკალიფსმა ისკეიპიზმისკენ, ანუ რეალობიდან გაქცევისკენ უბიძგა და საამისოდ საუკეთესო საშუალებად წერა მიიჩნია.
ამბავი ჩარკვიანების ოჯახის სამ პერსონაზე:
კანდიდ ჩარკვიანი – საბჭოური სისტემის ნაწილი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ორთოდოქსი მარქსისტი, როგორც ამას გელა ჩარკვიანი დაწერს მოგვიანებით.
გელა ჩარკვიანი – ლიბერალი. ოჯახსა და გარემოცვაში დასავლური ფასეულობების შემომტანი და გამტარებელი.
ირაკლი ჩარკვიანი – ქართული კულტურის სრულიად გამორჩეული სახე და ხმა.
რესპონდენტი: ზვიად კვარაცხელია – გამომცემლობა „ინტელექტის“ რედაქტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: