„აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ ნატო მარშანიას მორიგი წიგნია, რომელიც აფხაზ პოლიტემიგრანტთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. წიგნი დოკუმენტურ მასალაზეა აგებული და მოგვითხრობს 1921 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოდან დევნილი, ევროპაში ემიგრირებული აფხაზი არისტოკრატების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე; მათ მცდელობაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, თავიანთი წვლილი შეეტანათ საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისაგან გათავისუფლებაში.
სტუმარი: ნატო მარშანია – წიგნის ავტორი (პირველი წიგნისთვის „ქედუხრელი რაინდი“ მიენიჭა გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია).
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: