პიკის საათი - 30.10.2024
პიკის საათი - 30.10.2024

1) ვეძებთ გადასახლებიდან გამოგზავნილ არალეგალურ წერილებს

რესპონდენტი: ლევან თაქთაქიშვილი – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ბიბლიოგრაფი.

 

2) ლაშა მძინარაშვილის ქორეოგრაფიული მასტერკლასი ბოსტონის კონსერვატორიაში

რესპონდენტი: ლაშა მძინარაშვილი – ქორეოგრაფი.

 

3) „ტრანსფორმაცია“ – ემოციური ინტელექტი

„რაც უფრო კარგია ჩვენი ემოციური ინტელექტი, მით უკეთესად გამოგვდის გადაწყვეტილების მიღება. ეს არის ჩვენი ყოველდღიური არჩევანი რა ვთქვა და რა გავაკეთო? ეს არის ცნობიერად ჩართულობა ჩვენი ცხოვრების ყოველ წამში“, – ნინო ეფხოშვილი.

„ჩვენ ხომ გვგონია რომ ემოციებს ერთმანეთისგან ვანსხვავებთ, ყველაზე ხშირად სწორედ ემოციები გვერევა ერთმანეთში. მაგალითად როგორიცაა შიში და ბრაზი. ამიტომ უნდა დავსვათ კითხვა რისკენ მიბიძგებს ეს კონკრეტული ემოცია რომელიც ახლა მაქვს?“, – ნინო ეფხოშვილი.

სტუმარი: ნინო ეფხოშვილი – „წარმატების სკოლის“ დამფუძნებელი, ICF საქართველოს ქოუჩი, ტრენერი.

 

4) ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს გარემოს დაცვა სოფლად, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით.

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).

სტუმარი: ქეთი გენებაშვილი – სოფლის განვითარების სააგენტოს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის კოორდინატორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: