1) „დიოგენე 2024“ – თბილისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ინტერნეტ-კინოფესტივალი
რესპონდენტი: კობა ცხაკაია – კინორეჟისორი; ფესტივალის იდეის ავტორი.
2) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“
თენგიზ ღვიანიშვილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან გამოჩნდა სახელოვნებო ასპარეზზე.
1955 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა ჟანრში, პორტრეტული ბიუსტი, კომპოზიციური პორტრეტი, სკულპტურული მონუმენტი და მხატვრული კერამიკა.
მისი უამრავი ქანდაკებაა დადგმული რეგიონულ ცენტრებში.
რესპონდენტი: მია ღვინიაშვილი – თენგიზ ღვინიაშვილის შვილი.
3) ომის რეპორტიორობა, როგორც ცხოვრების წესი
იყო სამაჩაბლო, აფხაზეთი, ბალტიისპირეთშიც კი ვამზადებდით რეპორტაჟებს… ახლა უკვე უკრაინა, სადაც ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის.
კარგად ვიცნობ ბიჭს, რომელსაც უკრაინელებმა სიმღერა მიუძღვნეს. ინტერვიუც ჩავწერე და, ალბათ, ფილმადაც ვაქცევთ ამ მოვლენებს.
უკრაინაში დავტოვე ჩვენი ლიტერატურული დესანტი, ბექა ქურხული. მისი მორიგი წიგნიდან უკვე წავიკითხე ფრაგმენტები და არანაკლებ საინტერესო იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.
სტუმარი: გოგა ჭყონია – რეჟისორი.
4) დავით ველიჯანაშვილის საავტორო რუბრიკა „კვირის ალბომი“
5) როდოლფო ჰესლერის „თბილისური დღიური“
„როდოლფო ჰესლერი საქართველოში ქართველი პოეტების ესპანურ ენაზე სათარგმნელად ჩამოვიდა და თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლში ცხოვრობდა. წიგნში არ არის არც ერთი ზედმეტი სიტყვა, რომ მთავარი სათქმელი გააფუჭოს. ავტორი თავს არ აწონებს ქალაქს და არც ამ ქალაქისკენ გიხმობს ხმამაღალი ძახილით. ამ წიგნში სიყვარულის ახსნისას არავინ ცდილობს, პირველი შეხვედრის უპირატესობა გამოიყენოს და თავისი საუკეთესო მხარით იკეკლუცოს. აქ ავტორი და ქალაქი ისეთები ხვდებიან ერთმანეთს, როგორებიც სინამდვილეში არიან“, – ნატო ინგოროყვა.
სტუმრები: რუდოლფო ჰესლერი – პოეტი; მთარგმნელი, ლანა კალანდია – წიგნის მთარგმნელი,
ნატო ინგოროყვა – პოეტი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: