პიკის საათი - 30.09.2022
პიკის საათი - 30.09.2022

1) ქართულ-იაპონური ურბანული დიალოგი

იაპონელი ქართველოლოგი ჰაიატე სოტომე ქართველი მეგობრების აღქმის სიცხადისთვის ამბობს, რომ იაპონიის ხაშურში ცხოვრობს.

ჰაიატეს დახმარებით აღდგენილი ურბანული დიალოგი გვიამბობს, რა კავშირი აქვს უცუნომიასა და ხაშურს, ოსაკასა და ქუთაისს და რამდენიმე სხვა ქალაქს.

რესპონდენტი: ჰაიატე სოტომე – იაპონელი ქართველოლოგი

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ნათია თოდუას ღირსების მედალი გადაეცა

ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. თუმცა, 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და დროებით თბილისში დასახლდა.

ნათია ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი აფხაზეთში დაბრუნდა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დასახლდა.

დღეს მომღერალ ნათია თოდუას არა მხოლოდ საქართველოში იცნობენ.

რესპონდენტი: ნათია თოდუა – მომღერალი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) სოციალური საწარმოების გამოფენა

სოციალური საწარმოების რიგით მესამე გამოფენა, 47 საწარმო და საშემოდგომო მარკეტი მრავალფეროვანი პროდუქციით.

რესპონდენტი: გიგა ჩიტიშვილი – B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) მთარგმნელისა და ავტორის ცოცხალი დიალოგი

„…მე, ჩემო, შენით დავბრმავდი, შენ იქნებ დაინახო რამ“, – ჯერ კიდევ ენას სწავლობდა, როცა სპარსულიდან ომარ ხაიამის რობაი თარგმნა და ყურადსაღები განაცხადით შეუერთდა ქართველი მთარგმნელების ოჯახს.

სატელეფონო ჩართვა: გიორგი ლობჟანზე – აღმოსავლეთმცოდნე; მთარგმნელი

 

5) NASA Space Apps Challenge 2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მხარდაჭერით 30 სექტემბერს, 1-ელ და 2 ოქტომბერს ჰაკათონი NASA Space Apps Challenge ბრუნდება!

სტუმარი: ავთანდილ მღებრიშვილი – ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

 

6) გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

„ეს არის მაღალი ტრიბუნა, სადაც პირველად მოხვდა ქართველი გამომცემელი. მე ყველგან ქართველი გამომცემელი ვიქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიას ექნება ამბიცია, ისაუბროს ყველაზე მნიშვნელოვანზე. მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვიქნები!“, – გვანცა ჯობავა.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის წევრებმა, არჩევნების გზით, 68 ხმით 44-ის წინააღმდეგ, ამავე ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად გვანცა ჯობავა აირჩიეს, რომელიც პოსტს ოფიციალურად 2023 წლის 1-ელ იანვარს ორი წლით დაიკავებს.

სატელეფონო ჩართვა: გვანცა ჯობავა – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: