პიკის საათი - 30.03.2023
პიკის საათი - 30.03.2023

1) მირიან ხუხუნაიშვილის ისლანდიური დღიურები

რესპონდენტი: მირიან ხუხუნაიშვილი – დირიჟორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ოქრომჭედლების მრუდი“

საფრთხე, რომლის წინაშეც ძველ თბილისში, კალაში, ოქრომჭედლების ქუჩის მიმდებარე კვარტალი დგას.

საქართველის კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმის საინფორმაციო შეხვედრა.

რესპონდენტები: მაია მანია – არქიტექტორი, ისტორიკოსი,

ნატო ცინციბაძე – ICOMOS საქართველოს წარმომადგენელი,

ლალი პერტენავა – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პლატფორმის კოორდინატორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სინამდვილის გონებამახვილურად განზოგადება

მულტიენობრივი მოგზაურობა ისეთი გამონათქვამების სამყაროში, რომელთა მნიშვნელობაც მასში შემავალი სიტყვების მნიშვნელობებს არ უდრის.

პარემიოლოგია – ანდაზათა შემსწავლელი და სხვადასხვა ენასა და კულტურას შორის ე.წ. ფრთიანი გამონათქვამების მეშვეობით კავშირის მაძიებელი მეცნიერება.

რესპონდენტები: თინათინ მარგალიტაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი ლექსიკოგრაფიის მიმართულებით, უნივერსიტეტის „ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი;

თეა შურღაია – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელი;

იასუჰირო კოჯიმა – იაპონელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, მთარგმნელი;

თეა გვასალია – ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი;

ეკა ჭყოიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საბერძნეთის იოანინას უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი.

 

4) „სამურაი დასვენების ჟამს“

ლევან თუთბერიძის ახალი ფილმი „სამურაი დასვენების ჟამს“ 30 მარტიდან საქართველოს კინოეკრანებზე გამოჩნდება.

„კალეიდოსკოპური ამბავი“, სადაც განსხვავებული პერსონაჟების გზებს ერთი, საერთო შეხვედრის წერტილი აქვს.

რესპონდენტები: ლევან თუთბერიძე – რეჟისორი, ანდრო ჭიჭინაძე, ზაზა მაღალაშვილი – მსახიობები.

ავტორი: ელენე ტუშური

 

5) „იდეიდან წერტილამდე: წერა მედიისთვის“

– წერითი აზროვნების მნიშვნელობა ჟურნალისტის პროფესიული უნარების საფუძვლად;

– ქართველი და უცხოელი მედიამენეჯერების მიერ დადგენილი პრიორიტეტები ჟურნალისტების დასაქმებისას;

– ქართულენოვანი სახელმძღვანელოების ნაკლებობის პირობებში გამოცხადებული კონკურსი და გამარჯვებული პროექტები.

სტუმარი: მაია ტორაძე – სახლემძღვანელოს ავტორი; თსუ-ს ასოცირებული პროფესორი; მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის „მედიახმა“ თავმჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: