1) რეპორტაჟი ორბელიანის მოედნიდან
ლიზი ჩაჩანიძის სიუჟეტი.
2) თემურ ჩალაბაშვილის გახსენება
„თანამედროვე ქართულ პოეზიას დააკლდა ძალიან მნიშვნელოვანი პოეტი. გულთბილი და მომფერებელი“, – ქეთევან შენგელია.
„თემური მარტო მის ოჯახს, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს არ მოუკვდა. ის მოუკვდა ყველას“, – მარინა თექთუმანიძე.
„ის დიდი პოეტი, მაგრამ უფრო დიდი ადამიანი იყო. ჩალაბა ხალხის პოეტი იყო“, – ილია კილაძე.
„პოეზია არ ხუნდება, რადგან სამშობლო მოდა არ არისო, ერთხელ მითხრა… სანთელივით ჩაიწვა კიდეც სამშობლოსა და ადამიანების ერთგულებაში“, – ეკა ტალახაძე.
თემურ ჩალაბაშვილს გამოცემული აქვს ოთხი კრებული: „მზე მამულის კვამლში“, „სანთელი“, „პოეტის ასი ლექსი“ და „საუბარი გულთან“.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს: გალაკტიონ ტაბიძის, ივანე მაჩაბლის, ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიები. 2023 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ლიტერატურული პრემია „მუზა“ გადაეცა.
რესპონდენტები: ქეთევან შენგელია- პოტი; ფილოლოგიის დოქტორი; მარინა თექთუმანიძე – პოეტი;
ილიკო კილაძე – ჟურნალისტი; ეკა ტალახაძე – საქართველოს რადიოს დილის გადაცემა „პიკის საათის“ პროდიუსერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) ღვინო – დღესასწაულისა და განწყობილების ხავერდი
სტუმარი: რეზი ცეცხლაძე – სომელიე.
4) მიშიკო რამიშვილის საახალწლო ეთერი
სტუმარი: მიშიკო რამიშვილი – ადვოკატრი; ოთარ რამიშვილის შვილი.
5) „ამ შაბათ-კვირას“ პირველ არხზე
სატელეფონო ჩართვა: ლიზა ბაგრატიონი – მომღერალი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: