პიკის საათი - 29.11.2022
პიკის საათი - 29.11.2022

1) გააგონე კომპიუტერს ქართული ხმა“

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის ახალი პროექტის ფარგლებში, პლატფორმაზე https://commonvoice.mozilla.org/en მოხალისეები წერენ ქართულ წინადადებებსა და ტექსტებს.

პროექტის მიზანია, აღნიშნულ პლატფორმაზე ქართულად ჩაიწეროს მინიმუმ 100-საათიანი აუდიოჩანაწერი. ამჟამად მხოლოდ 20 საათია ჩაწერილი.

რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პლატფორმებზე ქართულენოვანი ხმოვანი ჩანაწერების არსებობას?

რესპონდენტები: თამარ ბოლქვაძე – თსუ-ის პროფესორი,  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის ხელმძღვანელი,

გიორგი ალიბეგაშვილი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე,

რაზმიკ ბადალიანი – პროექტის ავტორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) რძისა და ხორცპროდუქტების შენახვის პირობები

– ნედლი და პასტერიზებული რძის, არაჟნის, ხაჭოს თყ ყველის შენახვის წესები სამაცივრე პირობებში.

– რძის პროდუქტები, რომელთა გაყინვაც მიზანშეწონილი არ არის.

ხორცეულისა და თევზეულის შენახვის პირობები სხვადასხვა გრადუსზე.

– ხორცპროდუქტების სწორად გალღობის მეთოდები.

რესპონდენტი: მიხეილ ბეღელაძე – სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სტენლისეული გამამხნევებელი დილა

საკულტო კომიქსების ავტორი მკითხველისა თუ მაყურებლის გამხნევებას ყველა პლატფორმიდან ახერხებდა.

ახალგაზრდებისთვის მუდამ ნათელი მაგალითი იყო, როგორ არ უნდა დავნებდეთ ჩვენს ოცნებებსა და მიზნებს.

ავტორი: ელენე ტუშური

5) 304-ე აუდიტორია – წამყვანი სამსახიობო საუნივერსიტეტო სივრცეები მსოფლიოში

ჯულიარდის, იელისა თუ ოქსფორდის დრამატული სკოლა – ადგილი სადაც მსოფლიო ვარსკვლავები იბადებიან და სცენასა თუ ეკრანზე ასპარეზობისთვის ემზადებიან.

ავტორი: ელენე ტუშური

 

6) ტფილისის აფხაზი გუბერნატორი

ბათუმი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა, თბილისის მართვის ახალი წესდება, პირველი ტელეფონები ქალაქში, კონკა, სკოლები, სამკითხველოებიბალნეოლოგური და ცოფის სამკურნალო კერები, წყალგაყვანილობა, სამხედრო დიდების მუზეუმი, რაფიელ ერისთავის 50 წლის იუბილე, დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვა, ნიკოლოზ ბარათაშვილის გადმოსვენება განჯიდან – ეს ყველაფერი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძის დამსახურებაა, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში 14 წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს დედაქალაქს.

სტუმარი: ნანა ქარდავა – მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: