1) ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის კონცერტი
Konka Jazz-ის ორგანიზებით, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების ბექა გოჩიაშვილისა და ნინო ქათამაძის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსებს მრავალწლიანი მეგობრობა და არაერთი კოლაბორაცია აკავშირებთ, მათი ერთობლივი კონცერტი აქამდე არასდროს ჩატარებულა.
რესპონდენტები: ბექა გოჩიაშვილი – ჯაზმენი, ნინო ქათამაძე – მომღერალი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) თბილისობა 2022
თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები, მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსი, დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები, წყლის წისქვილი, სანათები და მრავალფეროვანი ინსტალაციები, გალა კონცერტი და თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.
1-ელ და 2 ოქტომბერს დედაქალაქი თბილისობის დღესასწაულს უმასპინძლებს.
რესპონდენტი: ნინიკო ღლონტი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა.
რესპონდენტი: თაკო ქველიძე – ევროკავშირის პრიზის ჟურნალისტიკაში კოორდინატორი
ავტორი: ელენე ტუშური
4) „მე გადმოვცურავ ზღვას“ – პრემიერისთვის მზადება ახალ თეატრში
20, 21, 22 და 23 ოქტომბერს ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით შედგება პრემიერა „მე გადმოვცურავ ზღვას“
ეს ამბავი არ არის უშუალოდ ირაკლიზე . ეს არის ამბავი სიყვარულზე, მეგობრობაზე, საბჭოთა კავშირზე, დამოუკიდებლობის წლებზე და რაც მთავარია – თავისუფლებაზე.
ახალგაზრდებს, გვინდა ვაჩვენოთ, რომ თავის დროზე მათ ჰქონდათ არჩევანი – გაეწირათ თუ არა თავისუფლების ხარჯზე სინდისი, ერთგულება, ძმაკაცობა, სამშობლო… ახალი თაობა უკვე თავისუფალია და ეს თავისუფლება გასაფრთხილებელია!“ – ბასა ჯანიკაშვილი.
სტუმრები: ბასა ჯანიკაშვილი – პიესის ავტორი
გიორგი ასანიშვილი – პროექტის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი
მებო ნუცუბიძე და ბეთხო – პროექტის მუსიკალური ვერსიების ავტორები
5) საბავშვო ლიტერატურაში ჩადებული „ნაღმები“
„ლექსი რა თქმა უნდა, სახალისო უნდა იყოს. მაგრამ ძირითადად მაინც წერ იმაზე, რასაც ხედავ. საბავშვო ლექსი მხოლოდ ბავშვებს არ მიემართება. ზოგჯერ მშობელს უფრო მართებს სათქმელის გაგება“ – ლელა ცუცქირიძე.
სტუმარი: ლელა ცუცქირიძე – საბავშვო მწერალი; პოეტი
6) „ფოლადის მაგნოლიები“ – „ფორმულა 1“-ის პირველი ქალი პილოტი
არისტოკრატი მშობლები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ მარია ტერეზა დე ფილიპისს საზოგადოებაში თავი ღირსეულად დაემკვიდრებინა, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგენდნენ, თუკი მათ ქალიშვილს ერთ დღესაც მსოფლიო წარმატებულ ავტომბრბოლელად გაიცნობდა.
ავტორი: სოფო გოდუაძე
წამყვანი: სოფო გოდუაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: