პიკის საათი - 29.04.2024
პიკის საათი - 29.04.2024

1) „კასანდრა“ – ლესია უკრაინკას პოეტური დრამა ქართულ ენაზე ითარგმნა

„ეს პოემა ტროის ომის ისტორიას იმეორებს კასანდრას პერსპექტივიდან და დღევანდელ ვითარებაშიც საკმაოდ აქტუალურია“.

„შენ გგონია, რომ სიმართლისგან იშვება ენა?

მე კი მგონია, ენა თავად ბადებს სინათლეს!“

სტუმრები: ნატალია ტროხიმი – პროექტის ავტორი;

მარიამ მანჯგალაძე – რედაქტორი.

 

2) პატიების ტრანსფორმაციული გზა

„ვწუხვარ, გმადლობ, გთხოვ მაპატიე, მიყვარხარ“ – „ჰო’ოპონოპონოს“ რიტუალი, მოგონებებისგან განკურნების იოლი, უმოკლესი და უმარტივესი გზა.

სტუმარი: მაშო გოგოლაძე – პიროვნული განვითარების ტრენერი.

 

3) კურორტოთერაპიის სარგებელი

„მთის ჰაერი განსაკუთრებული მკურნალია, მთაში მზის სხივები მაქსიმალურად ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს. მთის ჰაერში ბევრად ნაკლები ჟანგბადია, ვიდრე ზღვის სანაპიროზე. სწორედ ეს აიძულებს ადამიანის ორგანიზმს, მის სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს განსაკუთრებულ ფუნქციონირებას, შესაძლებლობათა გააქტიურებას, რის გამოც ერთიანად უმჯობესდება ორგანიზმის ცხოველმყოფელობა.“

სტუმარი: ნანა გულუა – კურორტოლოგი, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის სამედიცინო ხარისხისა და ინოვაციების მენეჯერი.

 

4) რადიოგიდი ქაშვეთის ეკლესიას სტუმრობდა

თბილისში თანამედროვე შენობების გვერდით უძველეს ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეხვდებით. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნაგებობაა რუსთაველის გამზირზე არსებული ქაშვეთის ეკლესია, რომელსაც საინტერესო ლეგენდა, არქიტექტურა და მოხატულობა აქვს.

რესპონდენტი: დავით მერკვილაძე – ისტორიკოსი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ავტორი:ეკა ხითარიშილი.

 

5) რეალობად ქცეული ოცნებები

„გვყავდა 4 წლის საბა, რომელსაც ძალიან სურდა პოლიციელობა, მას ეს სურვილი ავუსრულეთ, პატრულის მანქანით მოძრაობდა მთელ ქალაქში და აჯარიმებდა ადამიანებს. ძალიან ბედნიერი იყო ამით“.

„როდესაც ბავშვი მოდის ფონდში, ვეკითხები რა უყვარს, რა არის მისი ჰობი, რომელი სურვილი უნდა რომ აუსრულდეს და ვცდილობთ ეს სურვილი შევუსრულოთ. მხოლოდ მკურნალობით შედეგს ვერ მიაღწევ, აუცილებელია რომ ბავშვები იყვნენ ბედნიერები და ჰქონდეთ პოზიტივი“.

რესპონდენტი: დედა თინათინი – ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებელი, ბერი ანდრიას დედა.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: