პიკის საათი - 29.03.2023
პიკის საათი - 29.03.2023

1) მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში

მუსიკა ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანების ემოციური მდგომარეობა და აქტიურად იმოქმედოს მათ ფსიქიკაზე.

სიუჟეტში მოუსმენთ სხვდასხვა პროფესიის ადამიანებს, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად სიმღერას მათ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს.

რესპონდენტები: ჯონი ჯანაშია – ექიმი; მომღერალი; გია მუსელიანი – ენერგეტიკოსი, აკადემიური დოქტორი; მარიამ ოკინაშვილი – იურისტი, თსუ ანსამბლის სოლისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „ვარსკვლავთა ბილიკები“

„ვარსკვლავთა ბილიკები“ ტრიპტიხის „ჩემი გალაქტიკა“ დამაგვირგვინებელი წიგნია.

როსტომ ჩხეიძის ლექსები პროზად, მინიატურები, რომლებიც სიყმაწვილის მოგონებებს, წარმოსახვასა თუ სიზმრებს აერთიანებს.

რესპონდენტები: როსტომ ჩხეიძე – მწერალი; ნინო ფილფანი – მსახიობი; გიორგი ლობჟანიძე – მწერალი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) „მათეს ვნებანი“ რუსთაველის თეატრის სცენაზე

„ქართული ფსიქოლოგიური სამყაროს ნარჩენები XX საუკუნის 80-იან წლებში ჩემ თვალწინ ქრებოდა. გადავწყვიტე შემექმნა თეატრი, რომელიც საქართველოს სოფლებს მოივლიდა. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ პირველი სპექტაკლი ომალოს ნაცვლად პომპიდუს ცენტრში ვითამაშეთ“, – გელა კანდელაკი.

„მათეს ვნებანი“ – ბახის მუსიკის განჩრდილება, ანუ ბახის ხილვა მოსმენის ნაცვლად.

რესპონდენტი: გელა კანდელაკი – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) პოეზია, ცეკვა და პარფიუმერია ფრანგული აქცენტით

ხათუნა მზარელუა დამოუკიდებელი ჟურნალისტია, რომელიც თანამედროვე ცეკვას, პოეზიას და პარფიუმერიას  იკვლევს. არის სამი კრებულის ავტორი, მათ შორის ორი გამოცემულია საქართველოში, მესამე კი საფრანგეთში გამოვა.

რესპონდენტი: ხათუნა მზარელუა – დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი, ფრანკოფონი პოეტი.

ავტორი: ელენე ბილიხოძე

 

5) აკაკი ბაქრაძე – 95

„კომუნისტები ხშირად გაკვირვებულები სვამენ კითხვას – რით არის ეს კაცი უკმაყოფილო? მეტი რაღა უნდა? აქვს სამსახური, საჭმელი, ტანსაცმელი, ასე თუ ისე საზოგადოებრივი მდგომარეობა. მაინც კიდევ რაღაც უნდა… ადამიანი საქონლად მარტო რიგით კომუნისტებს კი არ მიაჩნიათ, არამედ მარქსსაც და ლენინსაც ასე მიაჩნდათ. ამიტომ თვლიდნენ ისინი, რომ როგორც კი სოციალ-ეკონომიკური საკითხები მოგვარდებოდა, ადამიანი მაშინვე კომუნისტურ სამოთხეში აღმოჩნდებოდა და განცხრომით იცხოვრებდა. საერთოდ, კომუნისტური კოლექტივიზმიც ჯოგიზმს გულისხმობს.“

2006 წელს ჟურნალისტმა ეკა ტალახაძემ ლაშა ბაქრაძესთან დიალოგით აკაკი ბაქრაძის აუდიოპორტრეტი შემოუნახა „პიკის საათის“ ლიტერატურული რუბრიკის არქივს.

2023 წლის 29 მარტის დილას კი ეს ჩანაწერი მსმენელისთვის კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: