1) გაუმართავი წინადადებები – სტრესის საბაბი
„წერაც და მეტყველებაც თავად მეტყველებს ადამიანზე. ჩვენი შინაგანი ბუნება და ინტელექტი ისეთივეა, როგორც ვმეტყველებთ და როგორც ვწერთ. ასე კარგად ჩანს, ადამიანი რამდენად სცემს პატივს თავსაც და სხვასაც“
რესპონდენტი: თეა ბურჭულაძე – ფილოლოგიის დოქტორი; ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
2) ვატიკანის PropagandaFide-ს არქივში დაცული ორენოვანი ისტორიული ნარკვევი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტებს შორისაა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტი – „ვატიკანის Propaganda Fide-ს არქივში დაცული ორენოვანი ისტორიული ნარკვევი „საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ქრისტიანული რელიგიის შესახებ“, რომელიც შეფასდა უმაღლესი, 30 ქულით.
„ყოველი წიგნის გამოცემისას, თითქოს თავიდან იბადები. „შეპყრობილიც“ გამოჩნდა, ცხრა ახალი მოთხრობით. აქ არის ბოლო დროს დაწერილი ტექსტები ომზე და სიყვარულზე“, – გიორგი სოსიაშვილი.
.სტუმარი: გიორგი სოსიაშვილი – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ისტორიკოსი; მწერალი.
3) „იარე ლიზას“ საფესტივალო ცხოვრება
– „იარე ლიზა“ მიდის ქუთაისში;
– ფილმი კოტბუსის ფესტივალზე არასაკონურსო სექციაში 2-ჯერ აჩვენეს.
სტუმრები: ნანა ჯანელიძე – რეჟისორი, ლია ტოკლიკიშვილი – სცენარის ავტორი,
გოგი მიქელაძე – მხატვარი.
4) ბესიკ ხარანაულის „ყველაფერი ნამდვილად იყო“
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე თანამედროვეობის გამორჩეული პოეტის, ბესიკ ხარანაულის ლექსი „მკვდრების სიმღერა“ მონოსპექტაკლის სახით გადავიდა.
„ყველაფერი ნამდვილად იყო“ რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა მზია არაბულისთვის დადგა.
რესპონდენტი: მარიამ ხუცურაული – პოეტი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: