1) ვისთვის რა არის კარგი წიგნი?
„კარგია ის წიგნი, რომელსაც შეუფერებელ სიტუაციებშიც თან დაატარებ“; „კარგი წიგნები დაუსრულებელი წიგნებია“; „კარგი წიგნი ფიქრის მეგობარია“.
რესპონდენტები: დიანა ანფიმიადი, ლექსო ქურხული, კოტე იანტბელიძე, ცირა ბარბაქაძე, გიორგი ლიპარიშვილი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) სახლიდან სახლში – წყალობისა და მსხვერპლის სამყარო ქართულ ზღაპრებში
„რქიანი ცხოველების ზღაპრებში“ მთავარი პერსონაჟი წყალობის სამყაროში იბადება, თუმცა რაღაც ძალით წყალობის პრინციპზე აშენებული სახლი მალევე იშლება და იწყება მსხვერპლის სამყარო.
პერსონაჟს რქიანი ცხოველი პატრონობს და მსხვერპლის სამყაროდან გამოღწეული ახალ ალაგზე თავად ქმნის წყალობის პრინციპებზე დაფუძნებულ სახლს.
რესპონდენტი: გია რაზმაძე
ავტორი: ელენე ტუშური
3) პირველადი დახმარება ბავშვებში
ყოველდღიური ცხოვრება სავსეა მოულოდნელი შემთხვევებით, რომლებიც ჩვენი ან გარშემომყოფების ჯანმთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან არასასურველ ცვლილებას იწვევენ. პირველივე წუთებში გაწეული სწორი პირველადი სამედიცინო დახმარება მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის შენარჩუნების, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გართულებების თავიდან აცილების ალბათობას.
რესპონდენტი: ნანო შვანგირაძე – ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი; პირველადი დახმარების ინსტრუქტორი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
4) #ფრაგმენტები – გელა ლეჟავა 75 – „მე თქვენ თავდავიწყებით მიყვარხართ“
2022 წლის 28 სექტემბერს გელა ლეჟავა 75 წლის გახდებოდა. ეს იყო XX საუკუნის 70-80-იანი წლების ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელი. ავტორი და წამყვანი ისეთი გადაცემებისა, რომლებიც შინაარსის, ფორმისა და გადმოცემის ხერხების თვალსაზრისით იმდენად გამორჩეული იყო, რომ მაშინვე მიიქცია პროფესიონალი ჟურნალისტებისა და მუსიკოსების ყურადღება.
გელა ლეჟავას საავტორო გადაცემებიდან განსაკუთრებულად აღნიშვნის ღირსია „ჯაზის საათი“ და „ჯაზის მოყვარულთათვის“. თუმცა, გელა ლეჟავასთვის არც ჟანრობრივი მრავალფეროვნება იყო უცხო და არც განრიდება იმ თემებისაგან, რაშიც სრულ პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა მსმენელის წინაშე.
ჩვენი რედაქციისათვის გელა ლეჟავაზე საუბარი ღირსების საგანიცაა და ვალდებულებაც, რადგან რომ არა 1979 წლის 17 აგვისტოს საღამოს 6 საათზე ეთერში გასული გადაცემა, სახელად „პიკის საათი“, დღეს ამხელა ისტორიით სიამაყეს მოკლებულები ვიქნებოდით.
ჩანაწერში გამოყენებულია გელა ლეჟავას მონაწილეობით, თუ გელა ლეჟავას გამო სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის მიერ მომზადებული გადაცემების ფრაგმენტები.
ავტორი: ეკა ტალახაძე
5) „კატოს სიზმრები“
„ეს მულტფილმები კატოს თვალწინ იქმნება. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კატოსთვის აღარ მცალია. ალბათ, რომ ჰკითხოთ, ურჩევნია ვეთამაშო, ვიდრე ანიმაცია ვაკეთო“ – ცოტნე რუსიშვილის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „კატოს სიზმრები“ ტრეილერმა მზის სინათლე იხილა.
სამი წლის კატოს ძილისწინა დიალოგი, რომლის აუდიოჩანაწერი ფილმშია გამოყენებული, ტრეილერიდანვე გულგრილს არავის ტოვებს.
რესპონდენტი: ცოტნე რუსიშვილი – კატოს მამა
6) დავით თუშაბრამიშვილი
დავით თუშაბრამიშვილი – ქართველი არქეოლოგი, მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის დოცენტი, საქართველოსა და კავკასიაში ძველი ქვის ხანის მკვლევარი და მრავალი აღმოჩენის ავტორი.
რესპონდენტი: ნიკა თუშაბრამიშვილი – არქეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
ავტორი: მარიამ ჩოჩია
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიოგადაცემებს ლაივ რეჟიმში: